მისია

სსიპ-ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის მისიაა სკოლის სამი მთავარი ფიგურის - მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ გარემოში.

სკოლის ხედვა

სსიპ-ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის ხედვაა მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობით შექმნას უსაფრთხო, ეფექტური, ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემო, სადაც მოსწავლეთა 70%-ს ექნება კარგი და მაღალი სასკოლო მოტივაცია, ხოლო 30% სკოლისადმი დადებითი დამოკიდებულება.

სკოლის ღირებულებები

სსიპ-ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის ღირებულებებია:

ინკლუზიური გარემო, მრავალფეროვნება, გამჭირვალობა და საჯაროობა, კოლეგიალობა, ფორმალური და არაფორმალური განათლების და ურთიერთქმედება